ლაბორატორიის კომპლექსური მომარაგება
ინტერლაბი არის ლაბორატორიული აღჭურვილობების, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში. 2005 წლიდან ჩვენ ვემსახურებით როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ლაბორატორიებს, ვეხმარებით მათ დაინერგოს თანამედროვე, მაღალეფექტური და სანდო გადაწყვეტილებები, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებით. ინტერლაბის გუნდი უზრუნველყოფს სრულ მომსახურების ციკლს, რომელიც მოიცავს:
- აღჭურვილობის პროფესიონალურ მონტაჟს;
- ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგს;
- ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას;
- გაყიდვის შემდგომ მუდმივ მომსახურებას.
ჩვენთვის ხარისხი და სანდოობა არის უმაღლესი პრიორიტეტი. ამიტომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან და ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ მხოლოდ იმ გადაწყვეტებს, რომლებიც გამყარებულია ინოვაციით, უსაფრთხოებითა და საერთაშორისო სერტიფიკატებით.
ინტერლაბი დღეს წარმოადგენს არა მხოლოდ პროდუქციის მიმწოდებელს, არამედ სანდო პარტნიორს, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის საჭიროებებზე, ხელს უწყობს ლაბორატორიების განვითარებას და ქმნის გრძელვადიან თანამშრომლობას.