pageImage

კატალოგი

  • phone032 248 28 28
  • emailinfo@interlab.ge
  • locationმირიან მეფის ქუჩა # 11ა.
Masson Trichrome 100 ტესტი 0
zoom
close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

Masson Trichrome 100 ტესტი

ციტო-ჰისტოლოგიური ნიმუშების მოსამზადებლად ოპტიკური მიკროსკოპიისათვის. რეკომენდებულია შემაერთებელი ქსოვილის შესაღებად. აჩვენებს გამეტებს, ბირთვებს, ნეიროფიბრილებს, ნეიროგლიას, კოლაგენს, კერატინს, უჯრედშიდა ბოჭკოებს და გოლჯის აპარატის უარყოფით გამოსახულებას.

მარაგშია

პრინციპი:

გამოიყენება ოთხი სხვადასხვა საღებავი:

  • ვაიგერტის რკინის ჰემატოქსილინი - ბირთვებისთვის;

  • პიკრის მჟავა - ერითროციტებისთვის;

  • მჟავე საღებავების ნარევი (მჟავე ფუქსინი “პონსო დე ქსილიდინი”) — ციტოპლაზმისთვის;

  • ანილინის ლურჯი საღებავი - შემაერთებელი ქსოვილისთვის.

მეთოდი

  1. გადაიტანეთ ნიმუში გამოხდილ წყალში.

  2. დააწვეთეთ ნიმუშზე 6 წვეთი რეაგენტ A და დაამატეთ 6 წვეთი რეაგენტ B; დატოვეთ 10 წუთით.

  3. არ გარეცხოთ - გადაასხით და დააწვეთეთ ნიმუშზე 10 წვეთი რეაგენტ C; დატოვეთ 4 წუთით.

  4. სწრაფად (3–4 წამით) გარეცხეთ გამოხდილ წყალში და შემდეგ დააწვეთეთ 10 წვეთი რეაგენტ D; დატოვეთ 4 წუთით.

  5. გარეცხეთ გამოხდილ წყალში და შემდეგ დააწვეთეთ 10 წვეთი რეაგენტ E; დატოვეთ 10 წუთით.

  6. არ გარეცხოთ - გადაასხით და დააწვეთეთ ჭრილზე 10 წვეთი რეაგენტ F; დატოვეთ 5 წუთით.

  7. გარეცხეთ გამოხდილ წყალში და შემდეგ სწრაფად გააშრე ალკოჰოლში, ბოლო აბსოლუტურ ეთანოლში გააჩერეთ 1 წუთით. გაასუფთავეთ ქსილოლში და დაფიქსირეთ მინის ქვეშ.

Bio-Optica, დაარსებული 1977 წელს, წარმოადგენს მყარ და აღიარებულ კომპანიას ანატომიურ პათოლოგიაში, რომელიც თავის უნიკალურ და სრულყოფილ პორტფელს აერთიანებს ინსტრუმენტებით, რეაგენტებითა და სახარჯი მასალებით. უკვე 40 წელზე მეტია, რაც Bio-Optica-ს მიზანია მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებისა და პროდუქციის მიწოდება საავადმყოფოებისა და ლაბორატორიებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 50-ზე მეტი თანამშრომლით, 16 ადგილობრივი აგენტით და 70-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული დისტრიბუციური ქსელით, Bio-Optica დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრენდად ანატომიური პათოლოგიის სფეროში.

close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

close

ფასის მოთხოვნა

ფასის მოთხოვნისთვის გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

მსგავსი პროდუქტები