შპს „ინტერლაბი“ არის ლაბორატორიული აღჭურვილობების, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში. 2005 წლიდან, ჩვენ ვეხმარებით ლაბორატორიებს მაღალეფექტური და სანდო გადაწყვეტილებების მიწოდებით, რაც აძლიერებს მათ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ პროდუქციის მიწოდებას, არამედ სრულ მხარდაჭერას – მოწყობილობების მონტაჟი, ტრენინგი და გაყიდვის შემდგომი მომსახურება. ჩვენთვის ხარისხი და სანდოობა მთავარი პრიორიტეტებია.